საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10048

ფაქტი 10048

1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ველისციხის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იმ ღვაწლსა და ქველმოქმედებაზე წერდა, რომელსაც მისი ამხანაგობა ეწეოდა. 1919 წლის 28 მარტს შემდგარა კრება, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიშები, გაანაწილეს მოგება, მაგრამ ამის შემდეგ გამგეობის არჩევნები ჩატარდა და რამდენიმე თანამდებობის პირი შეიცვალა. სტატიის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ ამხანაგობა გეზს არ შეიცვლიდა და ისევ ისე გააგრძელებდა მუშაობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10048; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .