1919 წლის 23 ოქტომბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმობელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 20 სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ავადმყოფი ივანოვას სასმსახურში დაბრუნებამდე დროებით დაუშვეს დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი