1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი წერილს სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და სთხოვს მათ შეატყობინონ, იციან თუ არა ჩხიკვიშვილმა და ჯუღელმა, რომ მათ მოსაკლავად ტერორისტები არიან გაგზავნილნი.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი