1918 წლის გაზეთი "სახალხო საქმე" იუწყება,რომ ამა წლის 3 დეკემბერს ჩატარდა პარლამენტის სხდომა სადაც სიტყვით გამოვიდა გ. გვაზავა, რომელმაც განაცხადა,რომ საჭიროა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობს არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში.სწორედ ამიტომ თუ საჭირო გახდა გენერალ-გუბერნატორმა, უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს უსაფრთხოებისთვის.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა