1918 წლის გაზეთი "სახალხო საქმე" იუწყება,რომ ამა წლის 3 დეკემბერს ჩატარდა პარლამენტის სხდომა სადაც სიტყვით გამოვიდა ნ. თარხანოვი. მისი განცხადებით საჭიროა გაუქმდეს გენერალ-გუბერნატორის განკარგულება, უცხო და უსაქმური პირების ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რადგან შეუძლებელია გამოირკვეს თუ ვის არ აქვს გარკვეული საქმე.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა