1918 წლის გაზეთი "სახალხო საქმე" იუწყება,რომ ამა წლის 3 დეკემბერს ჩატარდა პარლამენტის სხდომა სადაც სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი. მან განაცხადა,რომ გენერალ- გუბერნატორის ახლადშემოღებული კანონი ეხებათ იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებიან და მომენტს ელოდებიან,რომ რაიმე გადატრიალების გზით თანამდებობები დაიკავონ.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა