1919 წლის 13 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის N 83 ბრძანებით, თბილისის ქალთა მე-7 წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მასწავლებელ ანა გიორგის ასულ ალშიბაიას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში ნამსახური წლები. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ანა გიორგის ასულ ალშიბაიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი