1918 წლის 12 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N 46 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | შალვა ილიას ძე ალხაზიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი