1952 წელს ნოე ცინცაძემ შალვა მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ვილიამსსა და ალექსიძეს შორის შეთანხმება შედგა. „ამერიკული კომიტეტის“ რადიო გადაცემების დირექტორად ნიკოლაევსკი დაინიშნა, მოადგილეებად კი — არსენიძე და ვინმე რუსი. ნოე ცინცაძე ცდილობდა, მდივნის თანამდებობაზე გაიოზ მაღლაკელიძე დაენიშნა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1952 | 20 დეკემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: მიუნხენი, როტერბუხერის ქუჩა N8, ბონი, ბონჰეიმერის ქუჩა N81
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი