საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10455

ფაქტი 10455

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისმა სამ (არაბულ, თურქულ და რუსულ) ენაზე გაავრცელა მოწოდება ყველა მთიელისადმი. გაზეთის რუსულ ტექსტში ნათქვამია, რომ თბილისში ჩატარებულმა მთიელ მოღვაწეთა ყრილობამ (1919 წლის 27 აგვისტო-3 სექტემბერი) დაადგინა კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის შექმნა (თავმჯდომარე – აჰმედ ცალიგოვი), რომელსაც უნდა წარემართა მთიელთა პოლიტიკური ცხოვრება, მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობები დაემყარებინა ყველა თვითგამორკვეულ რესპუბლიკასთან, პირველ ყოვლისა – საქართველოსა და აზერბაიჯანთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10455; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .