1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე მთიელთა კეთილგანწყობის დასტურად იხსენებდა შემთხვევას, თუ როგორ დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გაიყვანეს ინგუშებმა ყუბანიდან მომავალი, უსაშვოდ დარჩენილი ქართველი დელეგატები ომის ხანძარში გახვეული ვლადიკავკაზიდან.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა