საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10627

ფაქტი 10627

„ვოლნი გორეცის“ ცნობით, ინგუშეთის მმართველთან არსებული სახალხო საბჭოს არჩევნებზე ნაზრანში შეიკრიბნენ მთიანეთისა და დაბლობის წარმომადგენლები. არჩევნებს ესწრებოდნენ ინგუშეთის მმართველი და მისი ორი თანაშემწე – პოლკოვნიკი ტურიევი (სამხედრო ნაწილში), პოლკოვნიკი საფონოვი (სამოქალაქო ნაწილში) – და გენერალი ჩკუროვი; საბჭოს წევრებად აირჩიეს პოლკოვნიკი შახმურზიევი, იბრაჰიმ ბაზორკინი და ქოძოევი; გამგეობის წევრები გახდნენ ინჟინერი ლიანოვი, საიდ გარჩხანოვი და დატიხ დუდაევი; მხედართმთავრის წარმომადგენლად გენერალი მალსაგოვი იქნა არჩეული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10627; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .