საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10655

ფაქტი 10655

1918 წლის 2 მარტს, 16.00 სთ-ზე თბილისში შეიპყრეს ავაზაკების ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა მოსახლეობას, ხოცავდა მილიციელებს და სხვ. ჯგუფს მეთაურობდა ცნობილი ქურდი „კოლკა მალაკანი“, ხელმძღვანელი იყო ესიკოვის ცირკში მოთამაშე მესტიევი. გვარდიელებმა 35-მდე შეპყრობილი ავაზაკი სამხედრო-რევოლუციურ სასამართლოს გადასცეს, 12 მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს. სასამართლოში გაირკვა, რომ ამ ჯგუფს ვერის ბაღში მოუკლავს გენერალი კარნაუხოვი, ასევე თბილისში ჩამოსული კომერსანტი ნემიროვსკი.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
ერთობა, 1918 | 6 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10655; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .