საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10662

ფაქტი 10662

1918 წლის 7 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის თავდაცვის შტაბთან დაარსებული საგანგებო კომისია გამოიძიებდა მძარცველთა მოქმედებას, რომლებიც ხოცავდნენ და ძარცვავდნენ მცხოვრებთ. თორმეტი დახვრიტეს, მათ შორის, გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი) ავაზაკთა რაზმის ოცეულის უფროსი, არჩილ ბახუტაშვილი – ფელდფებელი და ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსი – კაპიტანი არისტაკესოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10662; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .