საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10666

ფაქტი 10666

1919 წლის 16 მაისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გადასცა: 1) 30 მარტის ოქმი N 7, 2) 7 აპრილის სხდომის ოქმი N 8, 3) 10 აპრილის სხდომის ოქმი, 4) მასწავლებელ გრიგოლ ამაღლობელის 1919 წლის 22 მარტის თხოვნა და ამავე ამაღლობელის დამატებითი თხოვნა, 6) დირექტორ ევგენი ჭოღოშვილის მიმართვა მასწავლებლის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მიმართ, მიმართვის ასლი მთავარგამგეობის მიმართ და ასევე ასლი, 1919 წლის 19 თებერვლის თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზის ოქმის ამონაწერიდან. კანცელარიის დირექტორს საბუთები უკან უნდა დაებრუნებინა. ხელს აწერენ: დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ამაღლობელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10666; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .