საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10689

ფაქტი 10689

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ ევგ. ჟარკოვსკის სტატიიდან ვიგებთ, რომ მოზდოკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარემ – პოლკოვნიკმა რიმარმა – შექმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ინგუშეთზე იერიშის გეგმა. ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად რიმარმა 1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში საოლქო ყრილობა დანიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10689; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .