საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10729

ფაქტი 10729

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ერთობაში“ ზემო ნიჩბისელი გლეხი აფრია პავლეს ძე ხუტაშვილი აცხადებდა, რომ 1920 წლის 26 აგვისტოს ის დაიბარა კავთისხევის კომისარმა ერეკლე გედევანიშვილმა და შვილის მიყვანა სთხოვა. მის შვილს რა დანაშაული მიუძღოდა, არ უთხრა, მათრახი ურტყა და ჩექმით ფერდები ჩაუმტვრია. ამ ფაქტის გაზეთში დაბეჭდვას ითხოვდა სიმართლის დასადგენად, რომ მთავრობას ყურადღება მიექცია. თუ შვილი იყო დამნაშავე, მას რატომ კლავდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10729; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .