1919 წლის 28 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ ილია ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1919 წლის პირველი სექტემბრიდან თანამდებობაზე დამტკიცდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ილია გრიგოლის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი