1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.

წყარო: ერთობა, 1918 | 25 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი