საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10887

ფაქტი 10887

1919 წლის 20 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს 10 მარტის N1942 მიწერილობის პასუხად აცნობა, რომ მასწავლებელ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის ნამსახურებითი სია, ატესტატი და სწავლა-განათლების მოწმობა წარდგენილი იყო ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორისაგან კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატში 1918 წლის 17 ივნისს N537-ით შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10887; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .