საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10913

ფაქტი 10913

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 1919 წლის ნოემბერში მთავრობამ სურამის ახლოს მდებარე ტყე ბოჭკოს ხის დასამუშავებლად მისცა ბაქოელ მრეწველ მიხეილ ალექსანდრეს ძე ქუთათელაძეს. ამისთვის ქალაქთა კავშირმა მას სესხი 100 000 მანეთი გაუხსნა. რამდენიმე წლის წინ ქუთათელაძემ გრეხილი ავეჯის ქარხნის მოწყობაზე მუშაობა დაიწყო და იანვრის დასაწყისში აამუშავა. მან ქალაქთა კავშირს შესთავაზა ნახევარი ქარხანა მიეღო თავის ფასში. ქარხანა გაფართოებას საჭიროებდა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
მფლობელობა
წყარო:
ერთობა, 1920 | 31 აგვისტო

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10913; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .