1919 წლის 20 ნოემბერის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა და გასაყიდად გამოსცა სეით იაშვილის „მოკლე სახელმძღვანელო საზოგადო გეოგრაფიისა: აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია“, ფასი – 27 მანეთი; ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვთა მაგალითების კრებულის“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ფასი – 17 მანეთი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 20 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა