საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10975

ფაქტი 10975

აკაკი გველესიანი მიიჩნევდა, რომ სვირის მაღალდაწყებითი სასწავლებლის გამგის არჩევნები გაყალბდა. მისი აზრით, ოქმს ხელს აწერდა 13 მასწავლებელი, თითქმის 4-5 მათგანს არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩართულიყვნენ სასწავლო საქმეებში და გამგის არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ეს ყოველივე საჭირო იყო იმისათვის, რათა თავიანთი ნათესავი კანდიდატი გაეყვანათ არჩევნებში და საზოგადოების სურვილისათვის გვერდი აევლოთ. საზოგადოების წარმომადგენლებს გაუგიათ არჩევნების ამბავი, განუცხადებიათ მეთვალყურესთან წერილობითი პროტესტი, თუმცა უშედეგოდ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10975; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .