საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10993

ფაქტი 10993

1919 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც მისი მიწერილობიდან (მიმდინარე წლის 8 ნოემბერი, N 11035) ჩანდა, გერმანული ენის მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცეს. სთხოვა, ეცნობებინა ჯამაგირი გამოეწერათ როგორც უმაღლეს თუ როგორც საშუალო დამთავრებულისთვის და როდის მიეცათ ის ჯამაგირი, რომელიც მას არ ჰქონდა აღებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10993; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .