1923 წლის 30 დეკემბრის ღამეს მენშევიკებმა ორი გასროლით მოკლეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე (ტყვიები მოხვდა თავსა და გულში). გვამი იპოვეს მტკვრის პირას, ბორნის ახლოს. გარდაცვლილი გამოასვენეს საკუთარი ბინიდან (პლეხანოვის N129) 1924 წლის 3 იანვარს, დღის სამ საათზე.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა