საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11011

ფაქტი 11011

1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ არ ეთანხმებოდა მის გადაწყვეტილებას გერმანული ენის მასწავლებელ ნინო აკოფაშვილისთვის მიეცათ საშუალო განათლების მქონე პირებისთვის დაწესებული ოდენობის ჰონორარი. ახალი შტატების შესახებ დროებითი დებულების მე-17 მუხლის მიხედვით (გამოქვეყნებულია „საქართველოს რესპუბლიკაში" 1919 წლის 6 თებერვალს, N29), „უმაღლესი განათლების მასწავლებელი, რომელიც ამ კანონის შემოღებისას მსახურობს გიმნაზიაში და უფლება აქვს ყველა კლასში მასწავლებლობისა, დაენიშნება ისეთივე ჯამაგირი, დამატება და გასამრჯელო დამატებითი გაკვეთილებისთვის, როგორც უმაღლესი განათლების პირს". მე-17 მუხლის თანახმად, აკოფაშვილისთვის ჯამაგირი უნდა მიეცათ, როგორც უმაღლესდამთავრებული პირისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11011; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .