1919 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყეს, რომ ფოთის ახლოს იპოვეს გემ „არტას“ გერმანელი კაპიტნის, მერკჰაუზენის გვამი. ეს ამბავი აცნობეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 27 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა