თბილისის სახაზინო რკინის გზათა მოძრაობის უფროსმა სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ივანე გველესიანი 1920 წლის 17 ოქტომბრიდან დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად და დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყო დანიშნულების ადგილას. სახალხო განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ ივანე გველესიანისთვის დაეთმოთ დაწესებულ ფასად ვაგონი, რომელიც მიებმებოდა საქონლის მატარებელს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ივანე იოთამის ძე გველესიანის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი