1919 წლის 7 სექტემბერს გიორგი ანდრიაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ ოჯახი ქუთაისში ჰყავდა და ოზურგეთში დარჩენა მისთვის ძნელი იყო, ამიტომ უმორჩილესად ითხოვა გაკვეთილები მიეცათ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი დავითის ძე ანდრიაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი