1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სოლომონ ანდღულაძე ბოლოს მსახურებდა ქართული საგნების მასწავლებლად უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში. 1918 წლის 30 ნოემბერს უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ მე-3 რაიონის ინსპექტორის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ შუამდგომლობა აღძრა. ანდღულაძეს როგორც თავისი განათლების ცენზის, ისე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მიხედვით, მასწავლებლობის უფლება ჰქონდა. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სოლომონ ანდღულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი