1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ გიმნაზიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევანი შეაჩერა სოლომონ ანდღულაძეზე. ის სამაგალითო საქმისმწარმოებელი და ერთადერთი სასურველი კანდიდატი იყო. მას ხელს არ შეუშლიდა ფორმალური მიზეზი, რომ ერთი და იმავე შტატის მასწავლებელი იყო ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სოლომონ ანდღულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი