1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს აზრით, სოლომონ ანდღულაძეს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობა ხელს ვერ შეუშლიდა ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად ემსახურა. მას პირველ სასწავლებელში მხოლოდ 15 გაკვეთილი ჰქონდა, შესაბამისად, იქ ნაკლები დრო სჭირდებოდა და ნაკლები ანაზღაურებაც ჰქონდა. მას მატერიალურად ვაჟთა გიმნაზიაში რაც აკლდებოდა, შეეძლო ქალთა გიმნაზიაში აენაზღაურებინა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სოლომონ ანდღულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი