საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11164

ფაქტი 11164

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5-ში გრძელდება რუბრიკა „მთიელები რუსულ ლიტერატურაში“: ლ. კრემერი ამჯერად ლევ ტოლსტოის „კაზაკებს“ განიხილავს, მასში დახატულ ჩეჩენთა სახეებს „გენიალურ ესკიზებს“ უწოდებს. ავტორის აზრით, თუ პუშკინისა და ლერმონტოვის მთიელები ბაირონისა და ჰიუგოს რომანტიკულ გმირებს მოგვაგონებენ, ლ. ტოლსტოის რეალისტური კალმით გაცოცხლებული კავკასიელები ჩრდილოამერიკელ ინდიელებს უფრო ჰგვანან, ცეცხლითა და მახვილით მოსულ ევროპელ ვარიაგებს (ვიკინგებს) რომ ებრძოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11164; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .