საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11175

ფაქტი 11175

1918 წლის 8 ოქტომბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ კონსტანტინე ანთაძე ქართული ენის გამოცდილ მასწავლებლად ითვლებოდა. მან მთავარგამგეს სთხოვა, ანთაძე გამოერიცხათ როგორც სჯულის მასწავლებელი და დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაენიშნათ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11175; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .