საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11359

ფაქტი 11359

1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს ონტოფოს შერეული ქალ-ვაჟთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის ფეოდოსია ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაუგზავნა და სთხოვა, 1920 წლის პირველი იანვრიდან ის გამგის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11359; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .