საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11360

ფაქტი 11360

1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ფეოდოსია ანჯაფარიძე, როგორც გამოცდილი და ენერგიული მასწავლებელი, სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმეს შესანიშნავად წარმართავდა. ის მთელ მაზრაში საკვირაო სკოლის გახსნის საქმეში პირველი იყო და გულმოდგინედ მსახურობდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11360; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .