1918 წლის 12 ნოემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძეს ადრე ჰქონდა შეტანილი თხოვნა გიმნაზიაში და მიიწვიეს კიდეც როგორც კერძო პირი თბილისიდან და არა როგორც სამტრედიის გიმნაზიის მასწავლებელი, რაც არ იცოდნენ. მიწვევის წესი სავსებით დაცული იყო. ხელას აწერენ დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი პ. რცხილაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი