1919 წლის 20 დეკემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მასწავლებელ გიორგი გიორგიძის საბუთები, რომლებიც სამინისტროს 1918 წლის 12 სექტემბერს გაუგზავნეს, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ. ხელს აწერს დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი დ. შავლიაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი