საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11403

ფაქტი 11403

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5 მკითხველს ამცნობს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა უნიჭიერესი მთიელი პოლიტიკოსი ასლანბეკ შერიფოვი: ვოზდვიჟენკასთან (გროზნოს გარეუბანი) აჯანყებულთა გამარჯვების შემდეგ ჩეჩნებს უკუქცეულ თეთრგვარდიელებთან მოუხდათ შეტაკება. მხარში დაჭრილ შერიფოვს ცხენიდან გადმოვარდნისას წელზე შემორტყმული ბომბი აუფეთქდა. ცხედარი შატოიში გადაასვენეს.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
გარდაცვალება
წყარო:
ვოლნი გორეცი (Вольный Горец), 1919 | 13 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11403; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .