განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ფედოსია ალექსანდრეს ასულ ანჯაფარიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი