საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11491

ფაქტი 11491

1920 წლის 5 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, 6-დან 12 იანვრამდე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ის ქუთაისის მაზრის სოფელ ჭაგანში პირადი საქმეების გამო უნდა წასულიყო. მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებდა სემინარიის მასწავლებელი ვასილ პატარაშვილი. ხელს აწერენ სემინარიის დირექტორი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11491; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .