საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11525

ფაქტი 11525

1918 წლის აგვისტოს თვეში განათლების მინისტრს კანცელარიაში მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: პროკოფი მინას ძე გოცირიძემ, ნატალია ნიკოლოზის ასულმა იაკობსონმა, მარიამ ბესარიონის ასულმა კაკაბაძემ, ნინო ნესტორის ასულმა კალანდაძემ, ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილმა, ესტატე ივანეს ძე გრიგოლავამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა, სევერიანე სამსონის ძე კეკელიძემ, სემინარიის კურსდამთავრებულმა და მინადორა კუჭუხიძემ, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მეორე კურსის სტუდენტმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11525; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .