1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ევგენი გეგჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა – ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, საგარეო – აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე გიორგის ძე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლება; – უსუბ-ბეკოვი, მიმოსვლის – მელიქ ასლანოვი, იუსტიციის – ფათალი ხან ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – მ. გ. გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გადჟინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კარაზ-ნუნი.

წყარო: ერთობა, 1918 | 13 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა