საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11619

ფაქტი 11619

1918 წელს კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მსმენელმა ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა დიდებულიძემ, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნინო ონისიმეს ასულმა სვანიძემ, გიმნაზიის კურსდმთავრებულმა ელისაბედ ვასილის ასულმა ფავლენიშვილმა, განჯის გიმნაზიის პედაგოგებმა ალექსანდრე ფირცხელეიშვილმა (ისტორია და ლათინური ენა) და იაკობ გრიგოლის ძე მურადოვმა, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის კურსდამთავრებულმა თამარ მიხეილის ასულმა სარაჯიშვილმა, ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატმა ემილია ავგუსტის ასულმა ფოლდიაკმა, მთარგმნელმა თამარ იროდიონის ასულმა ოქროპირიძემ, ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელმა ოლღა ჩარკვიანმა და არისტო ჭუმბაძემ განათლების სამინისტროს შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11619; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .