საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11627

ფაქტი 11627

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ მოლითში ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ღიბრაძის ხელმძღვანეობით შეიქმნა მოხალისე რევოლუციონერთა რაზმი. კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ღიბრაძე, ნიკოლოზ ცხადაძე და ვასო ყიფიანი. მათ მოხალისეთა რიცხვის გაზრდა და წესრიგის კონტროლი დაევალათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11627; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .