1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ამ სიაში აბრამ როსტომაშვილი, პავლე ჩხუტიაშვილი, ტუხა ჩხუტიაშვილი, შაქრო აბრამიშვილი, ფიდო აგაშენაშვილი, ვაგრო აბრამიშვილი, ზურაბ აბრამიშვილი და კუნწულა ნარიმანიძეც იყვნენ.

წყარო: დუშეთის აჯანყება 1918 წელი
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა