საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11787

ფაქტი 11787

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის, ასევე ფოტოსახელოსნოსთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსურათები ინახებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11787; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .