საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11805

ფაქტი 11805

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ 1892 წლის მოხსენების მიხედვით ბაქრაძის ფონდში შესული თანხით უნდა აშენდეს მუზეუმი. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ კი მოახსენა, რომ ადგილი უკვე შერჩეული აქვთ და უმოკლეს დროში დაიწყებენ მუზეუმის აშენებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11805; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .