საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11908

ფაქტი 11908

1897 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის წერილი, რომლითაც გამგეობას შეატყობინა, რომ თანახმაა დაბეჭდონ მამამისის დავით ჩუბინოვის ლექსიკონის 2000 ეგზემპლარი, ხოლო თავის სასარგებლოდ მხოლოდ 50 ეგზემპლარის გადაცემა მოითხოვა. საკითხზე მსჯელობა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და იაკობ გოგებაშვილს დაავალა მოეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რა თანხა დასჭირდებოდა ლექსიკონის დაბეჭდვას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11908; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .