საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11915

ფაქტი 11915

1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ივერიის რედაქციისგან მიიღეს სახელმწიფო შემნახველი სალაროს წიგნი N 2524, საიდანაც ირკვევა, რომ ივერიის N 172-დან გრიგოლ ბურჭულაძეს შეუნახავს საზოგადოების სახელზე რაფიელ ერისთავის ფონდის სასარგებლოდ შეგროვილი ფული 174 მან. და 57 კაპ. ასევე 144 მანეთი შიხინაშვილისგან მიუღიათ საჩუქრად ავჭალაში სამკითხველოს გახსნისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ რაფიელ ერისთავის თანხისთვის დაემატებინათ 174,57 მან. და ავჭალაში სამკითხველოს გახსნისთვის შეენახათ შიხინაშვილისგან მიღებული თანხა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11915; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .